Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვახტანგ თარხნიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ასპინძა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1972 წელს. 1972–1974 წლებში მუშაობდა ქ. ბარნაულში(ალტაის მხარე) სამუშაოთა მწარმოებლად, 1974 წლიდან–საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სამშენებლო კონსტრუქციების კათედრასთან არსებულ სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიაში ინჟინრად. 2000 წლიდან ამავე კათედრის პროფესორია. 1976–1986 წლებში მუშაობდა ინჟინერ-კონსტრუქტორად თბილისის სამშენებლო ტრესტ "ინჟმშენის" საპროექტო ჯგუფში. პარალელურად ლექციებს კითხულობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკა-მანქანათმშენებლობისა და სატრანსპორტო ფაკულტეტებზე, იყო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს წევრი, 2005–2006 წლებში იყო "ქართუ ჯგუფში" შპს "ბურჯის" ინჟინერკონსტრუქტორი, 2006–2008 წლებში–შპს "ქართუ მშენებელის" კონტროლისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი. ვახტანგ თარხნიშვილის კვლევების მიმართულებაა ლითონის კონსტრუქციების ნაკეთობათა შედუღება, ნავთობისა და გაზის მილსადენისა და საცავების ლითონის კონსტრუქციები, მათი გაშვება, სრულყოფა და გამოყენება მშენებლობაში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა, აქვს გამოგონებები. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2000), ინჟინერ-მშენებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.477; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.193
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |