The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ თარხან-მოურავი

იოსებ თარხან-მოურავი
სხვა სახელი:იოსია თარხან-მოურავი
იოსებ თარხნიშვილი
დაბადების თარიღი:30 აგვისტო, 1899
გარდაცვ. თარიღი:1978  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

1926 წელს გადაიღეს ფილმში "მე-9 ტალღა" ჟორჟის როლში (რეჟისორი მიხეილ ბარსკი), 1927 წელს ფილმში "მაქსიმ მაქსიმიჩი" ლერმონტოვის როლში. 1943 წელს წავიდა II მსოფლიო ომში. იყო მე-8 მსროლელთა დივიზიის იამპოლსკის სახელობის დივიზიის მე-7 მსროლელთა როტის მეთაური. 1944 წლის 7 ივნისს ბრძოლისას დაიჭრა მძიმედ, როგორც უწყების ბარათში წერია "დატოვეს მოწინააღმდეგის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე, რადგანაც ეგონათ გარდაცვლილი". ამის შედეგად იოსებ თარხან-მოურავი ტყვედ ჩაუვარდა გერმანელებს. ომის დამთავრების შემდეგ მოხვდა იტალიაში, სადაც შეხვდა თავისი მეგობრის ვაჟს (სანდრო ახმეტელის შვილს), რომელმაც არ დაუჯერა კომუნისტების პროპაგანდას და არ დაბრუნდა საბჭოთა კავშირში, ხოლო ეშელონი რომლითაც ყოფილი საბჭოთა ტყვეები დაბრუნდნენ საბჭოთა კავშირში პირდაპირ გადაასახლეს ყაზახეთში. 10 წლის საბჭოთა "ლაგერში" ყოფნის შემდეგ, 1956 წელს იოსებ თარხან-მოურავი დაუბრუნდა თბილისს და ქართულ კინემატოგრაფიას. 1958 წელს იოსებ თარხან-მოურავმა ვ. ვალიშვილთან ერთად (სიმონ დოლიძის სახელოსნო) გადაიღო ფილმი "ფატიმა" (ამ ფილმში თავის პირველი კინოროლი შეასრულა ოთარ მეღვინეთუხუცესმა), იყო მეორე რეჟისორი ისეთი შედევრი ფილმების როგორიცაა: "მამლუქი", "რაც გინახავს ვეღარ ნახავ', "დიდოსტატის მარჯვენა".

წყარო:nobility.pro


გააზიარე: