შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ ქაჯაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: მარტვილის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი 1929 წელს. 1929 წლიდან იყო სხვადასხვა ადმინისტრაციულ-პედაგოგიურ სამუშაოზე. შეადგინა, კომენტარები დაურთო და გამოსცა ი. გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული (დ. ლორთქიფანიძის თანარედაქტორობით). ავტორია 130-მდე, რედაქტორია 60-მდე შრომისა. საზოგადო მოღვაწე, პედაგოგიური მეცნიერებათა კანდიდატი (1948), დოცენტი (1950). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.496 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |