The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ თაქთაქიშვილი

მიხეილ თაქთაქიშვილი
დაბადების თარიღი:23 სექტემბერი, 1949  (74 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1970 წელს. სადიპლომო ნაშრომი შეასრულა იენის(გერმანია) სახელმწიფო უნივერსიტეტში.

1969 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დოცენტი; 1994–1995წწ. – პროფესორი; 1995 წელს საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. მუშაობდა აიოვას უნივერსიტეტში, სხვადასხვა კომპანიაში უფროს მეცნიერ-მკვლევრად, ნაციონალურ გამოთვლით ცენტრში – სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში პროექტების დირექტორად. 2012 წელს დაბრუნდა საქართველოში. მუშაობდა (European School) ქიმიის მასწავლებლად და სამედიცინო აკადემიაში ბიოქიმიის მიწვეულ პროფესორად ინგლისურენოვან სექტორში. კვლევის ძირითადი მიმართულებაა ნუკლეინის მჟავების ქიმია. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო შრომა წამყვან საერთაშორისო ჟურნალებში. ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1994).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.481; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.77

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: