The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბესარიონ ქებურია

ბესარიონ ქებურია
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1870
გარდაცვ. თარიღი:4 დეკემბერი, 1958  (88 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ჩხოროწყუ
კატეგორია:მფრინავი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჩხოროწყუ.

1898 წელს პეტერბურგში ჩააბარა გამოცდები და მიიღო რკინიგზის უფროსი ტექნიკოსის წოდება.

მუშაობდა ორენბურგ-ტაშკენტის, ბორჯომისა და ყარსის რკინიგზის ხაზების მშენებლობაზე (1905). 1908 წელს პირველად იფრინა საკუთარი კონსტრუქციის პლანერით თბილისში (საბურთალო). 1910 წელს პარიზში მიიღო ავიატორის დიპლომი. ამავე წელს ჩაატარა საჩვენებელი გაფრენები ვარშავაში, მოსკოვში, სარატოვში, თბილისსა და სხვა ქალაქებში. "ბლერიო XII-ის" ბაზაზე ააგო საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანი (1910), რითაც 1911 წლის 22 ნოემბერს თბილისში იფრინა 31 წუთი. 1912 წელს მოახდინა სარეკორდო გაფრენა (ავიდა 1500 მ-ზე). 1913 წელს ჩაატარა რამდენიმე საჩვენებელი გაფრენა თბილისში. 1914 წელს თბილისიდან ქუთაისში გადაფრინდა და სურამის უღელტეხილს 2000 მ სიმაღლეზე გადაუფრინა. შემდეგ იფრინა ხონში, სამტრედიაში, ახალსენაკში, სოხუმში. 1923 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა საჰაერო ტრასა თბილის-ბაქო, თბილის-სოხუმი, მოსკოვი-თბილისი, თბილისი-ქუთაისი-ბათუმი. ამავე წელს აირჩიეს "საჰაერო ფლოტის მეგობართა საზოგადოების" თავჯდომარედ. თბილისში ერთ-ერთი ქუჩა მისი სახელობისაა. მისი ძეგლი დადგმულია ჩხოროწყუში და თბილისის აეროპორტში. პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.497; zneoba.ge; რადიო თავისუფლება: radiotavisupleba.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საჰაერო ფლოტის , თავჯდომარე (1923-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1931 - სსრკ დამსახურებული მფრინავი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: