The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა ცინცაძე

შალვა ცინცაძე
დაბადების თარიღი:21 ნოემბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 1937  (36 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1923 წელს.

1923 წელს მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1924-1927წწ. მუშაობდა მოსკოვის კ. ტიმირიაზევის სახ. სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში; 1927-1930წწ - გერმანიის, 1930-1933წწ. - საფრანგეთის, 1933-1934წწ - ინგლისის, 1934-1935წწ. - აშშ სამეცნიერო დაწესებულებებში; 1935 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზური ქიმიის კათედრის პროფესორი და პ. მელიქიშვილის სახ. ქიმიის ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის განყოფილების გამგე; 1936 წელს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დააარსა აგროქიმიის კათედრა; მისი შრომები ძირითადად ეხება ანალიზური ქიმიისა და აგროქიმიის საკითხებს; ფართოდ არის ცნობილი ე. წ. ცინცაძის ნაზავი, ცინცაძის რეაქტივი და სხვა; რეპრესირებულია, სიკვდილის შემდეგ რეაბილიტირებულია; თბილისში არის შალვა ცინცაძის ქუჩა; აგროქიმიკოსი; აგროქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში; ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი [ანალიზური ქიმია, 1929 (გერმანია), აგროქიმია, 1932 (საფრანგეთი), 1936 (სსრკ)], პროფესორი (1936).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.948; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987გვ.- 222


გააზიარე: