შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ ციციშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ხვედურეთი, ქარელის რაიონი. სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე 1907-1910წწ., მაგრამ ავადმყოფობის გამო მესამე კურსზე თავს ანებებს სწავლას, დაამთავრა ქ. დიჟონის (საფრანგეთი) სამეურნეო ინსტიტუტის სამეურნეო ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1915 წელს. 1915-1920წწ. მუშაობდა "დ. ზ. სარაჯიშვილის ფირმის" კონიაკის ქარხანაში, ჯერ ოსტატის თანაშემწედ, შემდეგ ოსტატად; 1920 წელს მუშაობას იწყებს კოოპერატიული ამხანაგობის "ქართლის გამგეობის" წევრად; 1924-1949წწ. იყო თბილისის კონიაკის ქარხნის ტექნოლოგი; 1949-1953წწ. წელს - თბილისის კონიაკის კომბინატის დირექტორის მოადგილე და მთავარი ტექნოლოგი; 1953 წლიდან მუშაობდა "სამტრესტის" კონიაკის წარმოების მთავარ ტექნოლოგად; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ქართული კონიაკის მრავალი მარკა; მის მიერ შექმნილი ქართული სამარკო კონიაკები: "ენისელი", "ვარციხე", "გრემი", "საიუბილეო 40 წელი" საერთაშორისო კონკურსებსა და დეგუსტაციებზე არაერთხელ მიენიჭა ოქროსა და ვერცხლის მედლები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თბილისის კონიაკის ქარხნის ეზოში დგას მისი მარმარილოს ბიუსტი; კონიაკის წარმოების დარგის სპეციალისტი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.949; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-235 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |