The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ციციშვილი

ვახტანგ ციციშვილი
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:1965  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისის კონიაკის ქარხნის ეზო
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ხვედურეთი, ქარელის რაიონი. 

სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე 1907-1910წწ., მაგრამ ავადმყოფობის გამო მესამე კურსზე თავს ანებებს სწავლას, დაამთავრა ქ. დიჟონის (საფრანგეთი) სამეურნეო ინსტიტუტის სამეურნეო ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1915 წელს.

1915-1920წწ. მუშაობდა "დ. ზ. სარაჯიშვილის ფირმის" კონიაკის ქარხანაში, ჯერ ოსტატის თანაშემწედ, შემდეგ ოსტატად; 1920 წელს მუშაობას იწყებს კოოპერატიული ამხანაგობის "ქართლის გამგეობის" წევრად; 1924-1949წწ. იყო თბილისის კონიაკის ქარხნის ტექნოლოგი; 1949-1953წწ. წელს - თბილისის კონიაკის კომბინატის დირექტორის მოადგილე და მთავარი ტექნოლოგი; 1953 წლიდან მუშაობდა "სამტრესტის" კონიაკის წარმოების მთავარ ტექნოლოგად; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა ქართული კონიაკის მრავალი მარკა; მის მიერ შექმნილი ქართული სამარკო კონიაკები: "ენისელი", "ვარციხე", "გრემი", "საიუბილეო 40 წელი" საერთაშორისო კონკურსებსა და დეგუსტაციებზე არაერთხელ მიენიჭა ოქროსა და ვერცხლის მედლები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თბილისის კონიაკის ქარხნის ეზოში დგას მისი მარმარილოს ბიუსტი; კონიაკის წარმოების დარგის სპეციალისტი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.949; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ.,1987.-235

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1947 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    მაღალხარისხოვანი სამარკო კონიაკების შექმნისათვის (კონიაკები: "საიუბილეო XX", "ენისელი" და "KC")

გააზიარე: