შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მითრიდატე VI![]()
ბიოგრაფიაქართლის მეფე V საუკუნის 10-20- იან წლებში, მეფე ფარსმან IV-ის ძმა. "ქართლის ცხოვრება" მას ახასიათებს, როგორც გულად მეომარს, რომელიც ნაკლებ ზრუნავდა ეკლესიებსა და საღმრთო საქმეებზე და უფრო მეტად გარეშე მტრებთან - ბერძნებთან და სპარსელებთან ომით იყო გართული. სპარსელებს მან შეუწყვიტა ხარკის მიცემა, ხოლო ბერძენთაგან (ბიზანტიელთაგან) კლარჯეთის გამოხსნას ცდილობდა. სპარსეთის დამსჯელმა ლაშქარმა გარდაბანთან დაამარცხა მითრიდატე VI, იგი დაატყვევეს და თან წაიყვანეს. გარდაიცვალა ტყვეობაში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 6.-თბ., 1983.-გვ.683
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |