შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ ცხაკაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს. 1932-1946წწ. ერთდროულად იყო თბილისის სამედიცინო და ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამხედრო-საველე კათედრის გამგე; 1944 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ორთოპედიის კათედრას; სსრკ-გერმანიის ომის პერიოდში იყო სპეციალიზებული ევაკოჰოსპიტლების კონსულტანტი; 1932 წელს რესპუბლიკურ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა საქართველოში პირველი ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური კათედრა, რომლის ბაზაზე 1946 წელს დაარსდა ორთოპედიისა და აღდგენითი ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი სამამულო ომის ინვალიდებისათვის, რომლის დირექტორი იყო 1950 წლამდე; შეისწავლა თეორიული და კლინიკური ქირურგიის ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის , აგრეთვე დესმურგიისა და სხვა საკითხებს, შემოიღო პოლიომიელიტის ნარჩენი მოვლენების ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდები; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; გამოჩენილი ორთოპედ-ტრავმატოლოგი, მეცნიერული ორთოპედიის ფუძემდებელი საქართველოში; პროფესორი (1935); მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. სადისერტაციო თემა - "ქუსლის ძვლის დახურული მოტეხილობა" (1949). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.952 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |