შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბაგრატ შინქუბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჭლოუ, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა მ. გორკის სახელობის სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1939 წელს. 30-იან წლებიდან აქვეყნებს ლექსებს, პოემებს, მოთხრობებს, რომლებიც გამოირჩევიან ეროვნული თვითმყოფადობით, ჩანაფიქრის სიცხადით, სტილის სისადავით. მათ შორის აღსანიშნავია რომანი ლექსად "ჩემი თანამემამულენი" (1950), პოემა "კლდის სიმღერა" (1965, ქართული თარგმანი 1968) და სხვა. უბიხების ტრაღიკულ ისტორიას გადმოგვცემს მისი ვრცელი ეპიკური ტილო-რომანი "უკანასკნელი უბიხი" (1974, ქართული თარგმანი 1977, 1981). 20-იან წლების აფხაზეთის სოფელში სოციალისტურ გარდაქმნებს მიუძღვნა მწერალმა რომანი "გაპობილი ქვა" (1982). აფხაზი მწერალი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11 .-თბ., 1987.-გვ.5 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |