The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზინაიდა კვერენჩხილაძე

ზინაიდა კვერენჩხილაძე
Date of birth:25 August, 1932
Date of death:2 September, 2011  (at 79 years)
Burial location:სამთავროს დედათა მონასტერი, მცხეთა
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1956 წელს. 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო. 1970 წლიდან პარალელურად მუშაობდა თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრაზე რეჟისორის თანაშემწედ. 1974 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თეატრალურ ინსტიტუტში, იყო მეტყველების კათედრის პედაგოგი. 1988 წელს მიენიჭა დოცენტის წოდება. 1990 წელს მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა დმანისის თეატრი – სტუდია "ქვემო ქართლი". მან მაყურებელთან ერთად მკითხველის ყურადღება მიიპყრო შესანიშნავი წიგნის "ჩემი ანტიგონეს" პუბლიკაციით. აღსანიშნავია  მის მიერ შესრულებული როლები: სლავკა ("ფილოსოფიის დოქტორი"), ლელა ("ბახტრიონი"), ლიზი ("წვიმის გამყიდველი"), ტურა ("ჭინჭრაქა"), ელიზაბეტ პროქტორი ("სეილემის პროცესი"), დედა ("მზიანი ღამე"), ანტიგონე ("ანტიგონე"), ფედრა ("ფედრა"), მედეა ("მედეა"), იოკასტე ("ოიდიპოს მეფე"), კლეოპატრა ("ანტონიოსი და კლეოპატრა"), ემილი დიკინსონი ("ამჰერსტის მშვენება"), პონსია ("ვთამაშობთ ჯინს") აბი  პატემი ("სიყვარული თელებქვეშა") ნინო (ვ. როზოვის "ვახშმის წინ") პორცია ("იულიუს კეისარი"), კლეოპატრა "ანტონიოს და კლეოპატრა") და სხვა. ზინაიდა კვერენჩხილაძეს რამდენიმე კინოროლიც აქვს შესრულებული. მისი პირველი შეხება კინოსთან შედგა 1965 წელს ფილმში "მიქელა", სადაც მან მაიას როლი შეასრულა. ამ ფილმს კი მოჰყვა ათამდე კინოსურათი: "ცისკრის ზარები", "გათენების წინ", "ფერმა მთაში", "ინდი მინდი" (სიმღერები შვილიშვილებისთვის), "გზა შინისაკენ", "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა".

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 494; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.68

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებასა და მის პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1968 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Bibliography


Share: