შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა ჩხიკვაძე![]()
ბიოგრაფიაპროფესიული მსახიობი, მოღვაწეობდა დრამატულ თეატრში; შემოქმედებითი თანამეგობრობა ვალერიან ძაგნიძესთან დაიწყო 1937 წელს; საესტრადო დუეტის სახით გამოდიოდა 1947 წელს; ამ დუეტმა შვიდსიმიამი გიტარის თანხლებით, ესტრადაზე დაამკვიდრა 50-იანი წლებისთვის სრულიად ახალი სასიმღერო სტილი; გაამდიდრა ქართული პოლიფონიური სიმღერის ტრადიციები; მათ დებ იშხნელებთან ერთად ესტრადაზე პირველებმა შემოიტანეს და დაამკვიდრეს შვიდსიმიანი გიტარა, რომლის ვირტუოზული დაკვრის თანხლებით შესრულებული სიმღერები - "მაგ შენი ბაღის ყაყაჩო", "მტრედო", "მიყვარხარ", "ჩემო ჩიტუნია" და სხვა; უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა თბილისში (და მთელ საქართველოში) და დღემდე (რეტროს სახით) ავსებს ქართული ესტრადის რეპერტუარს; გადაღებულია კინოფილმებში "ბედნიერი შეხვედრა", "საბუდარელი ჭაბუკი". წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.955 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |