შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სილიბისტრო ჯიბლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი 1878 წელს; სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1884 წელს სემინარიიდან გარიცხეს რუსი რექტორის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის და 2 წლით დისციპლინარულ ბატალიონში გაამწესეს; 1894 წლის 7 მაისს ეგნატე ნინოშვილის დასაფლავებაზე წარმოთქვა ნოე ჟორდანიას მიერ მომზადებული "მესამე დასის" პროგრამა; მონაწილეობდა 1905-1907 წლების რევოლუციაში; იყო ქართველი სოციალ-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი და კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის უფროსის, გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის ორგანიზატორი (1906); თანამშრომლობდა გაზეთებში: "სხივი", "განთიადი", "ელვა"; რევოლუციის შემდეგ ჯიბლაძე "ლიკვიდატორებს" მიემხრო. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დააპატიმრეს და დახვრიტეს. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.563; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.141 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |