The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კარლო ჩხეიძე

კარლო ჩხეიძე
Legal name:ნიკოლოზ ჩხეიძე
Date of birth:9 April, 1864
Date of death:13 June, 1926  (at 62 years)
Burial location:პერ-ლაშეზის სასაფლაო, პარიზი
Category:Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ფუთი, შორაპნის მაზრა.

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო უკრაინაში; 1887 წელს იგი გარიცხეს ნოვოროსიიკის უნივერსიტეტიდან, და სწავლა განაგრძო ხარკოვის ვეტ-ინსტიტუტში თავისუფალი მსმენელის რანგში, საიდანაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 1888 წელს გარიცხეს რევოლუციური იდეების გამო.

1892 წელს გამოვიდა პოლიტიკურ ასპარეზზე, სხვებთან ერთად ჩამოაყალიბა სოციალ-დემოკრატიული ჯგუფი "მესამე დასი", შემდგომში ეს ჯგუფი გადაიქცა მძლავრ პარტიულ ორგანიზაციად; 1917 წლის თებერვლის რევოლუციიდან ოქტომბრის რევოლუციამდე პერიოდში პეტერბურგის, ხოლო შემდეგ სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს თავმჯდომარეობდა. ამ პერიოდში საბჭო იყო ამიერკავკასიის დროებითი მმართველი ორგანო; 1918 წლიდან გახდა ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს, ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, ხოლო ამავე წლის 26 მაისიდან - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან კარლო ჩხეიძე ეროვნული საბჭოს, ანუ პარლამენტის თავმჯდომარედ დარჩა; 1919-1920წწ. იმყოფებოდა საზღვარგარეთ, პარიზის საზავო კონფერენციაზე, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი, სადაც მან ოფიციალურად დააყენა საქართველოს ცნობისა და მისი ერთა ლიგაში გაწევრიანების საკითხი; 1921 წელს ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებულმა საქართველოს ანექსიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა და მასთან ერთად, კარლო ჩხეიძეც იძულებული გახადა საზღვარგარეთ ემიგრაციაში გადახვეწილიყო, სადაც მან გააგრძელა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. საყურადღებოა მისი შრომები: "მარქსიზმი და ლენინიზმი" , "ბოლშევიზმის დახასიათება" , "ხუთი წელია ბოლშევიკები აბედნიერებენ საქართველოს" , სხვადასხვა წერილები, სადაც იგი ეხმაურება საქართველოში 1924 წელს მომხდარ აჯანყებას, ბოლშევიკების რუსიფიკატორულ პოლიტიკას საქართველოს მიმართ, საქართველოს სოციალურ მდგომარეობას და სხვა უამრავი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჩანაწერი. კარლო ჩხეიძის მოღვაწეობის დოკუმენტური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივში.

წყარო: ენციკლოპედია ბრიტანიკა: britannica.com; ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ავტ. ზურაბ ქუთათელაძე.-გვ.172

Member of Organizations

  • მე-3 სახელმწიფო სათათბირო, დეპუტატი თბილისის გუბერნიიდან (1907-1912)
  • მე-4 სახელმწიფო სათათბირო, დეპუტატი თბილისის გუბერნიიდან (1912-1917)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, თავმჯდომარე (1919-1921)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა "მესამე დასი" , დამფუძნებელი წევრი (1892-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი

Awards and Honors

  • თავისუფლების საპარლამენტო ორდენი (სიკვდილის შემდეგ)
    პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის

Share: