შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიზო ანჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კიწია, სენაკის მაზრა. დაამთავრა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905 წლიდან მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში; 1913 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბათუმში ადვოკატად მუშაობდა და იცავდა 1915-1916წწ. რუსეთის იმპერიის სამხედრო მმართველობის მიერ დაპატიმრებულ აჭარლებს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ბათუმის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარეობდა 1918 წლის 1 აპრილამდე, ვიდრე ოსმალური არმიის მიერ ბათუმის ოკუპაცია მოხდებოდა; 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს; 1920 წელს აირჩიეს ბათუმის ქალაქისთავად; 1921 წელს, საბჭოთა რეჟიმის დამყარებისას სხვა პარტიულ ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს; საპატიმროში იმყოფებოდა 1922 წლის ივლისამდე. მეორედ დააპატიმრეს იმავე წლის 16 სექტემბერს, სურამში; 20 ოქტომბერს კვლავ გაათავისუფლეს საქართველოს დატოვების ვალდებულებით, თუმცა მოგვიანებით დარჩენის უფლება მისცეს; 1924 წლის გაზაფხულიდან მონაწილეობდა ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზებაში, მაგრამ მის ოჯახზე ზეწოლის გამო ჩეკას ჩაბარდა; 1925 წელს გაასამართლერს და 5 წლით პატიმრობა მიესაჯა; ამის შემდეგ იგი კვლავ რამდენჯერმე იქნა დაპატიმრებული, კვლავ ანტისაბჭოთა ქმედებების ბრალდებით; 1937 წლის 5 დეკემბერს იგი პატიმრობაში იმყოფებოდა ირკუტსკის მხარეში, აქვე მიესაჯა დახვრეტა. დახვრიტეს ქ. ირკუტსკში, 1937 წლის 14 დეკემბერს. რეაბილიტირებულია 1957 წელს. წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.154 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |