The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიზო ანჯაფარიძე

გიზო ანჯაფარიძე
Legal name:გიორგი ანჯაფარიძე
Date of birth:9 January, 1887
Date of death:14 December, 1937  (at 50 years)
Category:Lawyer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კიწია, სენაკის მაზრა.

დაამთავრა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია და სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

1905 წლიდან მონაწილეობდა რევოლუციურ გამოსვლებში; 1913 წელს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ბათუმში ადვოკატად მუშაობდა და იცავდა 1915-1916წწ. რუსეთის იმპერიის სამხედრო მმართველობის მიერ დაპატიმრებულ აჭარლებს. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ბათუმის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარეობდა 1918 წლის 1 აპრილამდე, ვიდრე ოსმალური არმიის მიერ ბათუმის ოკუპაცია მოხდებოდა; 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს; 1920 წელს აირჩიეს ბათუმის ქალაქისთავად; 1921 წელს, საბჭოთა რეჟიმის დამყარებისას სხვა პარტიულ ლიდერებთან ერთად დააპატიმრეს; საპატიმროში იმყოფებოდა 1922 წლის ივლისამდე. მეორედ დააპატიმრეს იმავე წლის 16 სექტემბერს, სურამში; 20 ოქტომბერს კვლავ გაათავისუფლეს საქართველოს დატოვების ვალდებულებით, თუმცა მოგვიანებით დარჩენის უფლება მისცეს; 1924 წლის გაზაფხულიდან მონაწილეობდა ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზებაში, მაგრამ მის ოჯახზე ზეწოლის გამო ჩეკას ჩაბარდა; 1925 წელს გაასამართლერს და 5 წლით პატიმრობა მიესაჯა; ამის შემდეგ იგი კვლავ რამდენჯერმე იქნა დაპატიმრებული, კვლავ ანტისაბჭოთა ქმედებების ბრალდებით; 1937 წლის 5 დეკემბერს იგი პატიმრობაში იმყოფებოდა ირკუტსკის მხარეში, აქვე მიესაჯა დახვრეტა. დახვრიტეს ქ. ირკუტსკში, 1937 წლის 14 დეკემბერს. რეაბილიტირებულია 1957 წელს. 

წყარო: საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.154

Member of Organizations

  • ამიერკავკასიის სეიმი, წევრი (1918-)
  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1905-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მუშათა) პარტია, წევრი

Share: