The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ენვერ ხაბაძე

ენვერ ხაბაძე
დაბადების თარიღი:12 დეკემბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:27 ივნისი, 2001  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ქ. ბათუმის ქორეოგრაფიული სასწავლებლი 1939 წელს.

1938–1944 წლებში იყო აჭარის ასსრ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის (1939 წლამდე აჭარის ეთნოგრაფიული გუნდი) სოლისტ-მოცეკვავე. 1944 წლიდან კი სოლისტი და ქორეოგრაფი. 1974 წლიდან სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი ქორეოგრაფი იყო. 1948 წელს დააარსა აჭარის ასსრ ფილარმონიის "კავკასიური ცეკვის ანსამბლი" (პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლი აჭარაში). 1967 წელს დააარსა ანსამბლი "სალაღობო". დადგა 100–ზე მეტი ცეკვა. პირველად დადგა სცენაზე და ქორეოგრაფიულ სამყაროს გააცნო აჭარული სატრფიალო ცეკვა, სახელიც თავად შეურჩია – "განდაგანა"; მანვე შემოიტანა ქართულ რეპერტუარში ცეკვები "გადახვეული ხორუმი" და "ოჰოი–ნანა", აგრეთვე: "ქართული", "ფერხული", ქორეოგრაფიული კომპოზიცია "ქაჯეთის ციხის აღება" (ვეფხისტყაოსნის მიხედვით). 1948 წელს ნ. რამიშვილისა და ი. სუხიშვილის მიწვევით საქართველოს ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში დადგა "გადახვეული ხორუმი" და "ლაზური". 1966 წელს კი აქვე განახორციელა "ხორუმის" დადგმა. პირველმა შემოიტანა ქორეოგრაფიის მუსიკალურ ნაწილში ჭიბონის ხმოვანება. ცეკვები დრამატული თეატრებისთვის. იყო მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (1957). მონაწილეობდა მრავალ დოკუმენტურ ფილმში ქართული ცეკვის შესახებ. ანსამბლი წარმატებით გამოდიოდა როგორც საქართველოს, ასევე ბალტიისპირეთისა და რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. 1969 წელს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე ყოფნისას ბულგარეთში, ბულგარეთის ტელევიზიამ ფირზე გადაიღო და ხალხური ცეკვების ოქროს ფონდში შეიტანა ხაბაძისეული "ხორუმი", "განდაგანა", "ლაზური" და "მთიულური". დაჯილდოებულია მედლებით, დიპლომებითა და სიგელებით. 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 576; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.177; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი / გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.გვ.149

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი ემოქმედებითი მოღვაწეობისათვის
  • 1985 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: