The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ხავთასი

მიხეილ ხავთასი
დაბადების თარიღი:7 სექტემბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი:17 მარტი, 1979  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სუფსა, ლანჩხუთის რაიონი.

10 წლის განმავლობაში ა. მეგრელიძის ხელმძღვანელობით მღეროდა გური–სამეგრელოს საპატრიარქო ტაძრის მგალობელთა გუნდში; იყო სიმღერა–გალობის მასწავლებელი, ძუკუ ლოლუას გუნდის წევრი; ფოთის მომღერალ ქალ–ვაჟთა სახელმწიფო გუნდის ლოტბარი; 1933 წელს რ. შენგელიასთან ერთად ფოთში დააარსა ეთნოგრაფიული გუნდი, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობდა; ხალხური მომღერალი, ლოტბარი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 576

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1952 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: