შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეილა ძიგრაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1947 წელს. 1947 წელს ჩაირიცხა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში; 1948-1966წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში იყო, ხოლო 1966-წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. როლები: ტურანდოტი (ფ. შილერის "პრინცესა ტურანდოტი"), ჯუდიტ ანდერსონი (ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე") და სხვა - მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში: სამძივარა (კ. გამსახურდიას "ხოგაის მინდია"), დედამთილი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), ენონა (ჟ. რასინის "ფედრა") და სხვა - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.958 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |