The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეილა ძიგრაშვილი

ლეილა ძიგრაშვილი
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 2021  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1947 წელს.

1947 წელს ჩაირიცხა სოხუმის დრამატული თეატრის ქართულ დასში; 1948-1966წწ. თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში იყო, ხოლო 1966-წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობია. როლები: ტურანდოტი (ფ. შილერის "პრინცესა ტურანდოტი"), ჯუდიტ ანდერსონი (ბ. შოუს "ეშმაკის მოწაფე") და სხვა - მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში: სამძივარა (კ. გამსახურდიას "ხოგაის მინდია"), დედამთილი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), ენონა (ჟ. რასინის "ფედრა") და სხვა - შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.958

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია

  • მე... და ჩემი შვილები... : სხვადასხვა დროის ჩანაწერები : წიგნი-ალბომი (ავტორი). - თბილისი, შპს "მაცნე პრინტის" სტამბა, 2018. - 324გვ.. - ISBN: 9789941805301

გააზიარე: