შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ძოძუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი 1985 წელს. 1964-1967წწ. თამაშობდა ქუთაისის "ტორპედოში"; 1968-1976წწ. იყო თბილისის "დინამოს" მცველი; უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 301 მატჩი (5 გოლი), სსრკ ნაკრებში - 49 მატჩი; 1970 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე; 7-ჯერ დაასახელეს სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში; ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი სსრკ ფეხბურთის ისტორიაში; 1976 წლიდან მუშაობს მწვრთნელად, სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა თბილისის "სკა"-ს, სამტრედიის "ლოკომოტივის", ქუთაისის "ტორპედოს", ფოთის "კოლხეთს", თბილისის "დინამოს", როგის "სკონტოს", ლატვიის ეროვნულ ნაკრებს, თბილისის "ლოკომოტივს"; 2000-2001წწ. დ. ყიფიანთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი მწვრთნელი იყო; 2001 წლიდან - ქუთაისის "ტორპედოს" უფროსი მწვრთნელი; სპორტის სახეობა: ფეხბურთი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.959 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |