Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა ხამათაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1996 (ვოკალური). 1993 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სტაჟიორი (ბარიტონო); 2000 წლიდან ბათუმის ზ. ფალიაშვილის სახ. მუსიკალური სასწავლებლის ვოკალური განყოფილების მასწავლებელი; 1994–2003 წწ. ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი; 2004–2006 წწ. ბათუმის ზ. ანჯაფარიძის სახელობის საოპერო სტუდიის სოლისტი; 2006 წლიდან ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო სტუდიის სოლისტი და ქ. ბათუმის მერიის კულტურის ცენტრის ვოკალური ანსამბლის კონსულტანტი; 2010 წლიდან ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის მუსიკის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი; 2012–2013 წწ. სტაჟირება ალფრედ კორტოს სახელობის მუსიკალურ–პედაგოგიურ სასწავლებელში (პარიზი, საფრანგეთი); მონაწილეობა ფესტივალებში: თურქეთის რესპუბლიკის ასპენდოსის ოპერის საერთაშორისო ფესტივალი, პ. ბურჭულაძის ფონდის მიერ დაარსებული საერთაშორისო საოპერო ფესტივალი "ბრავო"; ქართული რეპერტუარი: გელა (რ. ლაღიძე "ლელა"), მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი"), თავადი ლევანი (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"); სხვა რეპერტუარი: ამონასრო, იაგო, ჟერმონი (ვერდი "აიდა", "ოტელო", "ტრავიატა"), ლორდი გენრიხი (დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური"), ალფიო (მასკანი "სოფლის პატიოსნება"), ონეგინი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), ალეკო (რახმანინოვი "ალეკო"), ესკამილიო(ბიზე "კარმენი"), სილვიო (რ. ლეონკავალო "ჯამბაზები"), მარჩელო (პუჩინი "ბიჰემა"); გამოსვლები ჰქონდა საფრანგეთში, ბალტიისპირეთში, თურქეთში. მიღებული აქვს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის I პრემია (1992), ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის დიპლომი (1993), საქართველოს თეტრალური საზოგადოების ჯილდო "მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის" (1997). წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 577; ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ვებგვერდი: muscenter.ge Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |