The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ავთანდილ წერეთელი

ავთანდილ წერეთელი
დაბადების თარიღი:1950  (67 წლის)
კატეგორია:ბიზნესმენი, მეწარმე, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი 1973 წელს.

1973-1979წწ. მუშაობდა თბილისის ვაჭრობის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1979 წელს - თბილისის ხე-ტყის წარმოების, ხოლო 1980-1987წწ. - ხილბოსტანვაჭრობის ბაზის დირექტორად; 1987 წელს ჩამოაყალიბა აგროსამრეწველო ფირმა "სამგორი", ხოლო 1994 წელს მის საფუძველზე - "ჯგუფი სამგორი-94", რომლის პრეზიდენტიც თვითონ იყო; 2001 წლიდან შპს "საქართველოს თამბაქოს წარმოების" გენერალური დირექტორი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.960

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ქვეყნის საუკეთესო ბიზნესმენის წოდება

გააზიარე: