The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ წერეთელი

გრიგოლ წერეთელი
დაბადების თარიღი:25 მარტი, 1870
გარდაცვ. თარიღი:20 სექტემბერი, 1939  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. პეტერბურგი, რუსეთი.

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიური ფაკულტეტი 1893 წელს.

1902-1904წწ. იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი; 1905-1914წწ - იურიევის (ტარტუ) უნივერსიტეტის პროფესორი; 1914-1920წწ. - პეტროგრადის უნივერსიტეტის პროფესორი, კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე; 1914 წელს მიენიჭა ბერძნული სიტყვიერების დოქტორის ხარისხი; 1920 წლიდან ი. ჯავახიშვილის მოწვევით სამუშაოდ და საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში; 1920-1938წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე, ერთდროულად - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი; 1931-1938წწ. ი. ჯავახიშვილთან ერთად მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მეცნიერ-კონსულტანტად; ამავე დროს იყო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების თანამშრომელი; იმსხვერპლა XX ს. 30-იანი წლების რეპრესიებმა; მისი ნაშრომები ეძღვნება ბერძნული პალეოგრაფიის, დამწერლობისა და ლიტერატურის ისტორიას; დიდი ამაგი დასდო ბერძნული, რუსული და ქართული პაპირუსების შესწავლას, ანტიკური მწერლობის ნიმუშების რუსულ ენაზე თარგმნას - პირველმა თარგმნა რუსულად აპოლონიოს როდოსელის "არგონავტიკა"; პაპიროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი; კლასიკური ფილოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დამაარსებელი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.962; naec.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: