შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი თაყაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. დაამთავრა რუსეთის ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი (I-ი თანრიგით). დაამთავრა სამხედრო-საინჟინრო აკადემია 1913 წელს. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904–1905) და (1914-1918) პირველ მსოფლიო ომებში. მსახურობდა კავკასიის მე-2 მესანგრეთა ბატალიონში. 1915-1917 წლებში მსახურობდა კავკასიის მე-II საარმიო კორპუსის ინჟინრად. 1917 წლის 19 აპრილს დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრის ბრძანებით დაინიშნა კავკასიის მე-2 საინჟინრო პოლკის მეთაურად, ერთდროულად კავკასიის მე-II საარმიო კორპუსის ინჟინრის თანამდებობის შენარჩუნებუთ. 1915 წლიდან იყო რუსეთის არმიის ინჟინერ-პოლკოვნიკი; 1917 წლის 6 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1918–1921წწ. მსახურობდა ქართულ არმიაში. იყო საინჟინრო ჯარების უფროსი. ამადროულად ეხმარებოდა აზერბაიჯანის მთავრობას, ბაქოს ციხესიმაგრის გამაგრებების პროექტირებაში და ასეთივე გამაგრებების პროექტირებაში რუსეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო მდინარე სამურზე. 1918 წლიდან იყო საქართველოს სამხედრო სამინისტროს საინჟინრო-ტექნიკური სექციის უფროსი, 1920–1921წწ. საინჟინრო-ტექნიკური ჯარების მეთაური. 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა. გარდაიცვალა საფრანგეთში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინჟინერ-გენერალი (1918). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.485
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |