The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თაყაიშვილი

დაბადების თარიღი:26 მაისი, 1870
გარდაცვ. თარიღი:1921  (50 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. დაამთავრა რუსეთის ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი (I-ი თანრიგით). დაამთავრა სამხედრო-საინჟინრო აკადემია 1913 წელს. 

მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიისა (1904–1905) და (1914-1918) პირველ მსოფლიო ომებში. მსახურობდა კავკასიის მე-2 მესანგრეთა ბატალიონში. 1915-1917 წლებში მსახურობდა კავკასიის მე-II საარმიო კორპუსის ინჟინრად. 1917 წლის 19 აპრილს დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრის ბრძანებით დაინიშნა კავკასიის მე-2 საინჟინრო პოლკის მეთაურად, ერთდროულად კავკასიის მე-II საარმიო კორპუსის ინჟინრის თანამდებობის შენარჩუნებუთ. 1915 წლიდან იყო რუსეთის არმიის ინჟინერ-პოლკოვნიკი; 1917 წლის 6 აგვისტოს მიენიჭა პოლკოვნიკის სამხედრო წოდება. 1918–1921წწ. მსახურობდა ქართულ არმიაში. იყო საინჟინრო ჯარების უფროსი. ამადროულად ეხმარებოდა აზერბაიჯანის მთავრობას, ბაქოს ციხესიმაგრის გამაგრებების პროექტირებაში და ასეთივე გამაგრებების პროექტირებაში რუსეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო მდინარე სამურზე. 1918 წლიდან იყო საქართველოს სამხედრო სამინისტროს საინჟინრო-ტექნიკური სექციის უფროსი, 1920–1921წწ. საინჟინრო-ტექნიკური ჯარების მეთაური. 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა. გარდაიცვალა საფრანგეთში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ინჟინერ-გენერალი (1918).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.485


გააზიარე: