შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვარლამ თაყაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში. 1895–1903 წლებში იყო თავდაპირველად ციმბირის, შემდეგ კავკასიის სამხედრო ოლქის მიმოსვლის გზების უფროსი. 1903–1906 წლებში მეთაურობდა 115-ე ვიაზმის ქვეით პოლკს, იყო ელიზავეტპოლის დროებითი გენერალ-გუბერნატორი. 1906 წლიდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია წმინდა ვლადიმირის, წმინდა ანას, წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1905), ექვთიმე თაყაიშვილის ძმა. 1921 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.487 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |