The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვარლამ თაყაიშვილი

ვარლამ თაყაიშვილი
დაბადების თარიღი:1850
გარდაცვ. თარიღი:1934  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლიხაური, ახლანდელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა გენერალური შტაბის აკადემია. 

მონაწილეობდა რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომში. 1895–1903 წლებში იყო თავდაპირველად ციმბირის, შემდეგ კავკასიის სამხედრო ოლქის მიმოსვლის გზების უფროსი. 1903–1906 წლებში მეთაურობდა 115-ე ვიაზმის ქვეით პოლკს, იყო ელიზავეტპოლის დროებითი გენერალ-გუბერნატორი. 1906 წლიდან თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია წმინდა ვლადიმირის, წმინდა ანას, წმინდა სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1905), ექვთიმე თაყაიშვილის ძმა. 1921 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.487

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • წმინდა ვლადიმირის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი

გააზიარე: