The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თედეევი

დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1926  (97 წლის)
გარდაცვ. თარიღი:20??
კატეგორია:მოცეკვავე, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.

დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი.

1943–1966 წლებში მოღვაწეობდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში, როგორც ოსური ხალხური ცეკვების სოლისტ-შემსრულებელი, ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი. პარალელურად, 1948–1952 წლებში იყო ჯავის რაიონის თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელი, 1954–1955 წლებში–ცხინვალის კულტურის სახლის დირექტორი, 1957 წლიდან–საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული აკადემიური ანსამბლის (ხელმძღვ. ი. სუხიშვილი და ნ. რამიშვილი) სოლისტი–მოცეკვავე. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ოსური ლირიკული ცეკვის "ხონგაქავთის" (ცეკვა "მიპატიჟება") მაღალპროფესიული შესრულებით. მაღალი ოსტატობა, მოხდენილი სვლა, მკაცრი, თავშეკავებული პლასტიკა საშუალებას აძლევდა გიორგი თედეევს შეექმნა ამა თუ იმ ხალხური ცეკვის დასამახსოვრებელი, საინტერესო ვარიანტი. 90-იანი წლებიდან საცხოვრებლად გადავიდა ცხინვალში. მისი სახელი მიენიჭა ცხინვალის №1 მუსიკალურ სკოლას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.641

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: