The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოლღა თედეევი

სხვა სახელი:ოლღა თედეთი
დაბადების თარიღი:25 დეკემბერი, 1921
გარდაცვ. თარიღი:16 ოქტომბერი, 1999  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მკვლევარი, ფილოლოგი, ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება 1943 წელს.

1950–1951 წლებში იყო ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგი, კითხულობდა ლექციებს ქართულ დიალექტოლოგიაში. 1961 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა მეცნიერებთა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ინდურ-ირანული ენების განყოფილებაში – იყო წამყვანი მეცნიერი-თანამშრომელი. ინსტიტუტში მუშაობის დროს მან არაერთი ოსოლოგი აღზარდა. ოლღა თედეევი იკვლევდა ქართულ-ოსური კულტურულ-ენობრივი ურთიერთობის საკითხებს; გამოავლინა ქართული ნასესხობანი ოსურში და, პირიქით, ოსური ნასესხობანი ქართულში. მნიშვნელოვანი გამოკვლევები, მიძღვნილი ქართულ-ოსური ენობრივი საკითხებისადმი, განზოგადდა მის მონოგრაფიაში "ნარკვევები ქართულ-ოსური ენობრივი ურთიერთობიდან"(1983). მან თარგმნა ოსური ფოლკლორის ცნობილი ძეგლი "ნართების ეპოსი" ("არმაღანი" II, 1977; III, 1982); ყურადღება მიაქცია ეპოსის ე. წ. ამოუხსნელ სიტყვებს და ბევრი მათგანის წარმომავლობა და მნიშვნელობა დაადგინა; შეისწავლა ოსი პოეტის ივანე იალღუზიძისა და დანიელ ჭონქაძის შემოქმედება (ამ უკანასკნელის როგორც ოსოლოგისა). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), აღმოსავლეთმცოდნე, კავკასიოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.641

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: