Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ოლღა თედეევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება 1943 წელს. 1950–1951 წლებში იყო ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგი, კითხულობდა ლექციებს ქართულ დიალექტოლოგიაში. 1961 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა მეცნიერებთა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ინდურ-ირანული ენების განყოფილებაში – იყო წამყვანი მეცნიერი-თანამშრომელი. ინსტიტუტში მუშაობის დროს მან არაერთი ოსოლოგი აღზარდა. ოლღა თედეევი იკვლევდა ქართულ-ოსური კულტურულ-ენობრივი ურთიერთობის საკითხებს; გამოავლინა ქართული ნასესხობანი ოსურში და, პირიქით, ოსური ნასესხობანი ქართულში. მნიშვნელოვანი გამოკვლევები, მიძღვნილი ქართულ-ოსური ენობრივი საკითხებისადმი, განზოგადდა მის მონოგრაფიაში "ნარკვევები ქართულ-ოსური ენობრივი ურთიერთობიდან"(1983). მან თარგმნა ოსური ფოლკლორის ცნობილი ძეგლი "ნართების ეპოსი" ("არმაღანი" II, 1977; III, 1982); ყურადღება მიაქცია ეპოსის ე. წ. ამოუხსნელ სიტყვებს და ბევრი მათგანის წარმომავლობა და მნიშვნელობა დაადგინა; შეისწავლა ოსი პოეტის ივანე იალღუზიძისა და დანიელ ჭონქაძის შემოქმედება (ამ უკანასკნელის როგორც ოსოლოგისა). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1975), აღმოსავლეთმცოდნე, კავკასიოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.641 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |