შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სერგო თედორაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვაბღა, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1947 წელს. 1970 წლიდან იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სელექცია-გენეტიკის განყოფილების გამგე, 1975 წლიდან–ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სელექციის დარგში, 1976–1992 წლებში იყო ამიერკავკასიის სელექციური ცენტრის მეცნიერ-ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით საქართველოში შეიქმნა ინდუცირებული მუტაგენეზის სკოლა. სერგო თედორაძემ გამოიყენა ატომური იზოტოპები მცენარეთა სელექციაში, შექმნა სასოფლო-სამეურნეო კულტურების 18 ჯიში. ავტორია მონოგრაფიული ნაშრომებისა მცენარეთა სელექცია-გენეტიკაში. მიღებული აქვს სახელმწიფო, მათ შორის საბრძოლო ჯილდოები. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1986). სწავლული აგრონომი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.642 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |