The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო თედორაძე

დაბადების თარიღი:20 ივლისი, 1918
გარდაცვ. თარიღი:22 აპრილი, 1995  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვაბღა, ახლანდელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულტეტი 1947 წელს.

1970 წლიდან იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სელექცია-გენეტიკის განყოფილების გამგე, 1975 წლიდან–ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სელექციის დარგში, 1976–1992 წლებში იყო ამიერკავკასიის სელექციური ცენტრის მეცნიერ-ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით საქართველოში შეიქმნა ინდუცირებული მუტაგენეზის სკოლა. სერგო თედორაძემ გამოიყენა ატომური იზოტოპები მცენარეთა სელექციაში, შექმნა სასოფლო-სამეურნეო კულტურების 18 ჯიში. ავტორია მონოგრაფიული ნაშრომებისა მცენარეთა სელექცია-გენეტიკაში. მიღებული აქვს სახელმწიფო, მათ შორის საბრძოლო ჯილდოები. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1986). სწავლული აგრონომი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.642

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: