Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თევდორე კველთელი![]()
Biographyსოფელ კველთის მღვდელი. XVII საუკუნის დასაწყისში სამცხე-საათაბაგო ოსმალებს ჰქონდათ დაპყრობილი. 1609 წელს ისინი ქართლშიც შემოიჭრნენ. ლუარსაბ II ამ დროს საზაფხულო რეზიდენციაში – ცხირეთში იყო მცირე ამალით. ოსმალები შემოვიდნენ ქართლის საზღვრებში, გამოიარეს ჯავახეთი, თრიალეთი და მანგლისს მოადგნენ. გადაწვეს სოფლები და გადარჩენილი მოსახლეობა ტყვედ ჩაიგდეს. საყარაულო რაზმებმა იარალისა და ზაქარიას მეთაურობით გვიან შეიტყვეს მტრის შემოსვლა, რომელიც ცხირეთისაკენ ცდილობდა გაჭრას. სოფელ კველთასთან ოსმალებმა შეიპყრეს "მღვდელი ერთი, სახელით თევდორე, პატიოსანი და მოშიში ღმრთისა" და მეფის სამყოფისაკენ გაძღოლა უბრძანეს. თევდორე კველთელმა სათანადოდ შეაფასა მდგომარეობა და მტერი სხვა გზით წაიყვანა–გოსტიბიდან ერთაწმინდაზე ჩამოიყვანა, ცხირეთს გზა აუქცია და სოფელ ქვენადრისისაკენ წაუძღვა. მეფესთან მყოფ გიორგი სააკაძესა და სარდალ ზაზა ციციშვილს ამ დროს ჯარის მომზადების საშუალება მიეცათ. ოსმალები ცხირეთს საკმაოდ დაშორებულები იყვნენ, როდესაც მღვდლის საქციელს მიხვდნენ. მათ თევდორე კველთელი აწამეს და თავი მოჰკვეთეს. იგი საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად–წმინდა მოწამე თევდორე მღვდლის ხსენების დღეა 8(21) ივნისი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.643
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |