Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე თევზაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტი 1930 წელს. 1924 წლიდან(ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან) მუშაობდა სხვადასხვა სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციებში: 1941–1954წწ. იყო საპროექტო ინსტიტუტის "თბილქალაქპროექტის" მმართველი, 1954–1959წწ. თბილისის მთავარი არქიტექტორი, 1960–1967წწ. საპროექტო ინსტიტუტის "საქგიპროტორგის" არქიტექტურული სახელოსნოს ხელმძღვანელი. ძირითადი ნამუშევრები: საცხოვრებელი სახლები თბილისში(1950, თ. ჭოველიძისა და მ. კოსტავას ქუჩების გადაკვეთა, არქიტექტორ ქ. დგებუაძესთან ერთად; 1950, პ. მელიქიშვილის ქუჩა, 8, არქიტექტორ ი. კასრაძესთან ერთად; 1953, თამარ მეფის გამზირი, 23/25, არქიტექტორ ი. კასრაძესთან ერთად), დასასვენებელი სახლის რეკონსტრუქცია წყნეთში (XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.644 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |