The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოე რამიშვილი

ნოე რამიშვილი
Date of birth:5 April, 1881
Date of death:7 December, 1930  (at 49 years)
Burial location:ლევილის ქართველთა სასაფლაო, პარიზი
Category:Public official, Political Leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დიდი ვანი, ოზურგეთის მაზრა.

სოფლის სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში და ქუთაისის სასულიერი სემინარიაში გააგრძელა, რომლის დამთავრების შემდეგ, 1901 წელს, შევიდა იურიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც რევოლუციური გამოსვლებისათვის გარიცხეს და გადაასახლეს კავკასიაში.

საქართველოში დაბრუნებულმა დაიწყო აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. არალეგალური მუშაობისთვის დააპატიმრეს, საიდანაც გაიქცა და წავიდა ემიგრაციაში; 1907 წელს, ლონდონში რსდმპ-ის V ყრილობაზე აირჩიეს ცკ-ის წევრად მენშევიკებისგან; 1908-1909 წწ. სწავლობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში. მისი ინტერესის სფერო იყო ეკონომიკური მეცნერება და ფილოსოფია; 1910 წელს იყო რსდმპ საოლქო კომიტეტის წევრი თბილისში; რეაქციის წლებში ის ლიკვიდატორი, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დროს "ობორონეცი" იყო. 1917 წელს გახდა პარტიულ გაზეთ "ერთობის" რედაქტორი; 1918 წლის აპრილს დაინიშნა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრად; იმავე წლის 26 მაისს აირჩიეს ახლადშექმნილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პირველ თავჯდომარედ. ამ პოსტზე 24 ივლისს იგი ნოე ჟორდანიამ შეცვალა, ნოე რამიშვილი დარჩა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, პარალელურად 1919 წლის განმავლობაში იყო სამხედრო მინისტრი. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ჯარის რეორგანიზაცია, სკოლის რეფორმა, კავშირგაბმულობის სფეროს განვითარება, განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა თბილისის უნივერსიტეტის მიმართ; ებრძოდა თბილისის სომხურ ბურჟუაზიას, ჩაახშო 1918 და 1919 წლების გლეხთა გამოსვლები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, რომელიც ბოლშევიკური რუსეთის მიერ იყო ორგანიზებული; დამფუძნებელ კრებას დააშვებინა სიკვდილით დასჯა. მას ხშირად აკრიტიკებდნენ მკაცრი რეაქციის და დიქტატორული მისწრაფებების გამო. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 17 მარტს საქართველოს მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. თავდაპირველად ოჯახთან ერთად ცხოვრობდა სენ–კლუში, შემდეგ კი ლევილის მამულში. ბოლშევიკური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არ შეუწყვეტია. იყო 1924 წლის აგვისტოს აჯანყების აქტიური ორგანიზატორი; აქტიურად იყო ჩართული პოლონეთის მიერ წარმოებულ ანტისაბჭოთა პრომეთეისტურ მოძრაობაში. 1930 წლის 7 დეკემბერს "ჩეკას" დავალებით მოკლეს პარიზში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.299; საზოგადოებრივი არქივი: archive.ge

Member of Organizations

  • რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1902-)
  • საქართველოს დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტი, წევრი (1917-)

Bibliography


Share: