The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა თევზაძე

გელა თევზაძე
დაბადების თარიღი:27 აპრილი, 1966
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 2012  (46 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1988 წელს.

მიწვეული იყო სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად ჩიკაგოს(აშშ, ილინოისის შტატი) უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის დეპარტამენტში (1992–2001) გაიარა პოსტდოქტორანტურა (1998-2001), იყო ამავე დეპარტამენტის პროფესორი (2001-2006); ჟენევის(შვეიცარია) უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტის მიწვეული მეცნიერი (2007-2008); თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2010–2012), სადაც დააარსა მოლეკულური ბიოლოგიის და გენეტიკის ლაბორატორია, რომელიც მისივე სახელობისაა გარდაცვალების შემდეგ). გელა თევზაძის სასწავლო-პედაგოგიური საქმიანობა მოიცავდა მოლეკულური გენეტიკის, ასევე მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის თანამედროვე საკითხების სწავლებას აკადემიური განათლების ყველა დონეზე. მისი კვლევის სფეროს წარმოადგენდა მეიოზის გენეტიკის კონტროლი, მეიოზის დროს იმ გენეტიკური მექანიზმების ახსნა, რომლებიც კოორდინაციას უწევს მეიოზურ დაყოფას; სპეციფიკური ტრანსკრიფცია, ფოსფოლიპაზების და ლიპიდოდამოკიდებული ცილები გამეტოგენეზში; გელა თევზაძის სამეცნიერო შრომები ფოკუსირებულია ფოსფოლიპაზების, ლიპიდებთან შეჭიდული და ლიპიდების დამაკავშირებელი პროტეინების როლის შესწავლაზე; მეიოზურ დაყოფასა და სპორების ფორმირებას შორის ურთიერთკავშირზე მექანიზმებში. აღნიშნული პროცესების მოდელირება ხორციელდებოდა სოკო charomyces cerevisae მისი სპორულაციის პროცესში. იკვლევდა პროტეინების აღნიშნული სამი კლასის ლიპიდური სიგნალირების პროცესებში მონაწილეობას. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის (მათგან უმეტესობა გამოქვეყნებულია აშშ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომებსა და შვეიცარიის სამეცნიერო ჟურნალებში) და მონოგრაფიის თანაავტორი. ბიოლოგი, გენეტიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2001).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.644


გააზიარე: