Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გელა თევზაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1988 წელს. მიწვეული იყო სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად ჩიკაგოს(აშშ, ილინოისის შტატი) უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის დეპარტამენტში (1992–2001) გაიარა პოსტდოქტორანტურა (1998-2001), იყო ამავე დეპარტამენტის პროფესორი (2001-2006); ჟენევის(შვეიცარია) უნივერსიტეტის მოლეკულური ბიოლოგიის დეპარტამენტის მიწვეული მეცნიერი (2007-2008); თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სრული პროფესორი (2010–2012), სადაც დააარსა მოლეკულური ბიოლოგიის და გენეტიკის ლაბორატორია, რომელიც მისივე სახელობისაა გარდაცვალების შემდეგ). გელა თევზაძის სასწავლო-პედაგოგიური საქმიანობა მოიცავდა მოლეკულური გენეტიკის, ასევე მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის თანამედროვე საკითხების სწავლებას აკადემიური განათლების ყველა დონეზე. მისი კვლევის სფეროს წარმოადგენდა მეიოზის გენეტიკის კონტროლი, მეიოზის დროს იმ გენეტიკური მექანიზმების ახსნა, რომლებიც კოორდინაციას უწევს მეიოზურ დაყოფას; სპეციფიკური ტრანსკრიფცია, ფოსფოლიპაზების და ლიპიდოდამოკიდებული ცილები გამეტოგენეზში; გელა თევზაძის სამეცნიერო შრომები ფოკუსირებულია ფოსფოლიპაზების, ლიპიდებთან შეჭიდული და ლიპიდების დამაკავშირებელი პროტეინების როლის შესწავლაზე; მეიოზურ დაყოფასა და სპორების ფორმირებას შორის ურთიერთკავშირზე მექანიზმებში. აღნიშნული პროცესების მოდელირება ხორციელდებოდა სოკო charomyces cerevisae მისი სპორულაციის პროცესში. იკვლევდა პროტეინების აღნიშნული სამი კლასის ლიპიდური სიგნალირების პროცესებში მონაწილეობას. არის მრავალი სამეცნიერო სტატიის (მათგან უმეტესობა გამოქვეყნებულია აშშ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შრომებსა და შვეიცარიის სამეცნიერო ჟურნალებში) და მონოგრაფიის თანაავტორი. ბიოლოგი, გენეტიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2001). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.644
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |