The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან თევზაძე

ვალერიან თევზაძე
Other name:ვალერი კჟიჟანოვსკი  (Changed name)
Date of birth:10 February, 1892
Date of death:13 December, 1985  (at 93 years)
Category:Military Person

Biography

რუსეთის არმიის ოფიცერი. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914–1918). 1918 წლიდან ვალერიან თევზაძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკური არმიის ოფიცერი იყო. იმავე წელს მიენიჭა პოდპოლკოვნიკის წოდება, მონაწილეობდა საქართველოს მტრების წინააღმდეგ წარმოებულ მრავალ სამხედრო ოპერაციაში. აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში. 1921 წლის მარტში იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო. ქართველი მხედრების ერთ ჯგუფთან ერთად გადავიდა პოლონეთში და იყო პოლონეთის არმიის ოფიცერი. მეორე მსოფლიო ომის (1939–1945) დაწყების დროს თავი ისახელა ვარშავის დაცვისათვის ბრძოლებში, რისთვისაც "ვირტუტი მილიტარის" ("მხედრული მამაცობისთვის") ვერცხლის ჯვრით დააჯილდოვეს. ავტორია მოგონებებისა "განვლილი გზა", რომელიც საყურადღებო ცნობებს შეიცავს 1917–1921 საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარების შესახებ. ომის შემდეგ საბჭოთა რეპრესიებისგან თავის დაღწევის მიზნით შეცვლილი სახელითა და გვარით (ვალერი კჟიჟანოვსკი, Walery Krzyżanowski) ცხოვრობდა და მუშაობდა ძერჟონიუვში (ქვემო სილეზია), სადაც გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად მის საფლავზე მინიშნებულია ვალერიან თევზაძის ნამდვილი სახელი და გვარი და აწერია ეპიტაფია: "როგორც ქართველი, ვისურვებდი, რომ საქართველოში ვყოფილიყავი დაკრძალული, მაგრამ ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დავიკრძალები გმირი და კეთილშობილი პოლონელების მიწაზე". ვარშავის დაცვისათვის მიღებული აქვს "ვირტუტი მილიტარის" ("მხედრული მამაცობისთვის") ვერცხლის ჯვარი. 2009 წლის 18 მარტს ძერჟონიუვში გაიხსნა ვალერიან თევზაძისადმი მიძღვნილი ობელისკი. სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი, ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.646

Bibliography


Share: