The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ისიდორე რამიშვილი

ისიდორე რამიშვილი
დაბადების თარიღი:7 ივნისი, 1859
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 1937  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი სურები, ჩოხატაურის რაიონი.

1871 წელს ჩაირიცხა ოზურგეთის ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1878-1885წწ. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში; გახდა მემარცხენე ხალხოსნური იდეების მიმდევარი; 1886 წლიდან სოფლის მასწავლებელი წინამძღვრიანთკარის კერძო სკოლაში; ოც წელიწადზე მეტ ხანს იყო მასწავლებელი იმპერიის სხვადასხვა დასახლებაში; 1887-1893წწ. ასწავლიდა მის მიერვე დაარსებულ და აშენებულ სურების სკოლაში; თაოსნობდა გურიის სახალხო ბიბლიოთეკის გახსნას; 1897-1903წწ. ბათუმის სკოლის პედაგოგი, ადგილობრივი მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, საგანმანათლებლო რევოლუციური წრეების ორგანიზატორი; 1901 წელს ბათუმის როტშილდის ქარხნის მასობრივი გაფიცვის ერთ-ერთი მეთაური; 1903 წელს გადაასახლეს ჯერ კავკავში, შემდეგ პეტროვსკში; 1905 წლის რევოლუციის მონაწილე, თბილისის მუშათა საბჭოს წევრი; სომეხ-თათართა შეტაკების საწინააღმდეგო კამპანიის ლიდერი; 1906 წელს დელეგატი რსდმპ-ს სტოკჰოლმის ყრილობაზე; რუსეთის პირველი მოწვევის დუმის დეპუტატი, სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი; პირველი ქართველი დეპუტატი, რომელიც დუმის ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდა; 1907-1908წწ. რსდმპ-ს ლონდონის (1907) ყრილობის დელეგატი ბაქოდან; ბაქოს მენშევიკური ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1909-1914წწ. გადასახლებული იყო ასტრახანის გუბერნიაში; 1914-1917წწ. გადაასახლეს სამარაში, იყო სამარის მუშათა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე; 1917 თებერვლის შემდეგ იყო პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს (მთავარი წარმომადგენლობითი ორგანო) წევრი; 1917-1918წწ. აზერბაიჯანის შრომის მინისტრი; გენერალ მაზნიაშვილთან ერთად, საქართველოს რეგიონების თურქებისგან დაცვის კამპანიის ხელმძღვანელი; მთავრობის წარმომადგენელი აფხაზეთში; 1922 წელს ნაძალადევის კლუბში, პირველი ანტისტალინისტური გამოსვლის ფაქტობრივი ლიდერი; 1922-1937წწ. გადასახლებული იყო მოსკოვის გუბერნიაში, ასტრახანში, ბაქოში, ტაშკენტში, ხოდჟენტში (ტაჯიკეთის სსრ), ვლადიკავკაზში; 1937 წელს ბერიას ბრძანებით დახვრიტეს თბილისში.

წყარო: https://fabiansocialists.wordpress.com/2014/07/25/ისიდორე-რამიშვილი-isidore-ramishvili-1859-1937/

          http://www.artanuji.ge/author_ge.php?id=21

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1918-1919)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭო , წევრი (1918-1919)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია, ერთ-ერთი ლიდერი

ბიბლიოგრაფია

  • მოგონებები (ავტორი). - თბილისი, არტანუჯი, 2012. - 653გვ.. - ISBN: 978-9941-421-62-4

გააზიარე: