Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალიო ქობალია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ლექობალე, ჩხოროწყუს რაიონი. დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1952-1992წწ. ცხოვრობდა და მუშაობდა აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონული გაზეთის რედაქციაში; არის ავტორი სოხუმში გამოცემული რამდენიმე პოეტური კრებულისა და რიგი გამოუქვეყნებელი ნაშრომისა ტოპონიმური, ონომასტიკური, ეტიმოლოგიური, ფრაზეოლოგიური ლექსიკოგრაფიის და ეთნოგრაფიის სფეროში; არის 13 პოეტური კრებულის ავტორი; გერმანიაში გამოვიდა მისი 1600 გვერდიანი ლექსიკოგრაფიული ნაშრომი "მეგრულ-ქართული ლექსიკონი" ორ ტომად, რომლის გამომცემელიც არის შტუტგარტის უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველოლოგი ვოლფგანგ ფოიერშტაინი; მას ეკუთვნის სხვადასხვა ისტორიოგრაფიული, მითოლოგიური, კოსმოგონიური გამოკვლევები, პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები, ასევე ნაშრომები ქართველური ენების შედარებითი ლექსიკოგრაფიის დარგში. ქართულის გარდა, ლექსებს წერდა მეგრულ ენაზეც. წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.319 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |