The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პანტელეიმონ შიოშვილი

პანტელეიმონ შიოშვილი
დაბადების თარიღი:3 ივლისი, 1906
გარდაცვ. თარიღი:2001  (94 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნინოწმინდა, საგარეჯოს რაიონი. 

დაამთავრა თბილისის ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1927 წელს, მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1937 წელს, კ. ვოროშილოვის სახელობის გენშტაბის აკადემია 1941 წელს.

1941-1945 წლებში დიდი სამამულო ომის დროს სხვადასხვა ფრონტზე არმიების შტაბის დაზვერვის განყოფილების უფროსი იყო. 1945 წლის 9 აგვისტო - 2 სექტემბერში მონაწილეობდა შორეული აღმოსავლეთის კამპანიაში  იმპერიალისტური იაპონიის კვანტური არმიის განადგურებაში, ხოლო 1949-1951 წლებში იყო შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის კორპუსის მეთაური, 1958-1963 წლებში იყო საბჭოთა ჯარების დაჯგუფების გერმანული შტაბის სამმართველოს უფროსი. დაჯილდოებულია 24 მედლით და 11 ორდენით საბჭოთა გვარდიის გენერალ-მაიორი (1953). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.6; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/98057

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1929-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი

გააზიარე: