შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ღლონტი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს. 1958-1962წწ. მუშაობდა სკოლაში ისტორიის მასწავლებლად; 1962-1980წწ. იყო პარტიულ სამუშაოზე; 1980-1993წწ. - ჯერ საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შემდგომ ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1993 წლიდან იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის გენერალური დირექტორი; მისი ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო გამოფენაში: გერმანიაში, იუგოსლავიაში, პარიზში, მოსკოვში, რუმინეთში. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.964; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.18 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |