The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ღლონტი

რევაზ ღლონტი
დაბადების თარიღი:1932  (92 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1957 წელს.

1958-1962წწ. მუშაობდა სკოლაში ისტორიის მასწავლებლად; 1962-1980წწ. იყო პარტიულ სამუშაოზე; 1980-1993წწ. - ჯერ საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, შემდგომ ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; 1993 წლიდან იყო სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის გენერალური დირექტორი; მისი ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო გამოფენაში: გერმანიაში, იუგოსლავიაში, პარიზში, მოსკოვში, რუმინეთში.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.964; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.18

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სახელმწიფო ენის პალატა , წევრი
  • პოლიგრაფიის სახელმწიფო კომისია, თავმჯდომარე
  • რუსთაველის სახელმწიფო პრემიის კომიტეტის პრეზიდიუმი, წევრი
  • საქართველოს მწიგნობართა ასოციაცია, თავმჯდომარე (1990-1993)
  • საქართველოს ჟურნალისტთა კავშირი, მდივანი
  • საქართველოს წიგნის მოყვარულთა საზოგადოება, თავმჯდომარე
  • უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს კულტურის დამსახურებული მუშაკი

გააზიარე: