The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა შიოშვილი

შალვა შიოშვილი
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:27 ნოემბერი, 2003  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა "სახკინმრეწვთან" არსებული ორწლიანი საოპერატორო კურსები 1939 წელს.

1935 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში. გადაღებული აქვს ფილმები: "აილამა" (1947), "თუჯი" (1964), "გარეჯის მღვიმეებში" (1965), "დაბრუნება ბგერათა სამყაროში" (1965), "ნიკორწმინდა" 1977 და სხვა. მიღებული აქვს  კიევის II საკავშირო კინოფესტივალის პრემია და დიპლომი (ფილმი "დაბრუნება ბგერათა სამყაროში", 1966), თბილისის ამიერკავკასიის რესპუბლიკების კინოფესტივალის დიპლომი (ფილმი "გამოძახილი", 1967), უკრაინის I საკავშირო კინოფესტივალის დიპლომი (ფილმი "გამოძახილი"), კინოოპერატორი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.7; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.geწიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.331

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1965-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული კინო-დოკუმენტალისტიკის განვითარებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი მუშაობისათვისთვის
  • 1947 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: