The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ტატო ხარაძე

Legal name:არჩილ ხარაძე
Date of birth:28 August, 1947  (77 years)
Category:Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1973 წელს.

1970–1979წწ. იყო საქართველოს კამერული ორკესტრის, პარალელურად 1972–1979წწ. საქართველოს სიმფონიური ორკესტრის ორკესტრანტი; 1979 წლიდან საქართველოს კამერული ორკესტრის სიმებიანი კვარტეტის, 1980 წლიდან საქართველოს რადიოკომიტეტის კვარტეტის წევრი; 1980–1993წწ. ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი; 1993 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს საფრანგეთში; 1993–1996წწ. საქტელერადიო კვარტეტი ახალი შემადგენლობით(I ვიოლინო გ. მელიქიშვილი) მოღვაწეობს საფრანგეთში სახელწოდებით "სიმებიანი კვარტეტი თბილისიდან"; 1996–2001წწ. იყო კაიროს კონსერვატორიის პედაგოგ–ექსპერტი(ალტის კლასი); 2002 წლიდან ფრანგული კვარტეტ "არპეჯიონეს" წევრი(ი. ფლორი – I ვიოლინო, ნ. რისლერი – II ვიოლინო, ა. ხარაძე – ალტი, ს. ჩიჯავაძე – ვიოლონჩელო); ეწევა ქართული მუსიკის პროპაგანდას; ქართული რეპერტუარი: ვ. აზარაშვილი ალტის კონცერტი, კ. ცაბაძე სიმებიანი კვარტეტი(1988, პირველი შესრულება), ვ. აზარაშვილი სიმებიანი კვარტეტი N1, გ. ცინცაძე ალტის სონატა, მ. ოძელი I კვარტეტი, კვარტეტი N2 "აუვენირი", კვარტეტი N3, ნ. გუდიაშვილი სიმებიანი კვარტეტი და კვინტეტი(1981), ა. შავერზაშვილი "ჩეხური კვარტეტი" ბარიტონთან ერთად(1980, პირველი შესრულება, სოლისტი ელდარ გეწაძე), ს. ცინცაძე კვარტეტი N11(მიძღვნილი საქტელერადიო კვარტეტის ამ შემადგენლობისადმი), ბ. ტუღუში კვარტეტი N1, ვ. აზარაშვილი საკვარტეტო მინიატურა "მშობლიური მხარის ექო"(1980, პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შუბერტი, შუმანი, ბრამსი, ბარტოკი, პროკოფიევი, შოსტაკოვიჩის N9 კვარტეტი; გასტროლები: გერმანია, იტალია, საქართველო, თბილისი(2014), წინანდალი(2015); ალტისტი, კვარტეტისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 578

Awards and Honors

  • 1989 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1988 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია
  • 1987 - დიმიტრი შოსტაკოვიჩის სახელობის I საერთაშორისო სიმებიანი კვარტეტის კონკურსი, I პრემია და ოქროს მედალი (ლენინგრადი)
  • 1980 - ქ. ევიანის სახელობის სიმებიანი კვარტეტის კონკურსი, I პრემია და გრან პრი (საფრანგეთი)
  • 1979 - მოსკოვის სიმებიანი კვარტეტის საკავშირო კონკურსი, I პრემია

Share: