შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ წითლანაძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1947 წელს. 1947 წელს დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა ი. კონიაშვილის სახ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წყალტუბოს ფილიალში; 1964-1975წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1976 წელს - ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში ართროლოგიური, ხოლო 1978 წლიდან - რევმატოლოგიური განყოფილების გამგე; ამ განყოფილების ბაზაზე მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით 1979 წელს შეიქმნა რესპუბლიკური სამეცნიერო-ორგანიზაციული ცენტრი - საქართველოში პირველი სპეციალიზებული სამეცნიერო ქვედანაყოფი ამ დარგში, რითაც საფუძველი ჩაეყარა ქართულ ეროვნულ მეცნიერულ რევმატოლოგიურ სკოლას; მისი ხელმძღვანელობით საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიაში დაარსდა რევმატოლოგიის კათედრა; 1983 წლის მისი ძალისხმევით შეიქმნა საქართველოს რევმატოლოგთა ასოციაცია, რომელიც 1985 წლიდან გაწევრიანდა ევროპულ ანტირევმატულ ლიგაში; მისი მეცნიერული შრომები ეხება ძირითადი რევმატული დაავადებების (ოსტეოართროზი, რევმატოიდული ართრიტი, ბეხტერევის დაავადება, რევმატიზმი, სისტემური წითელი მგლურა და სხვა) დიაგნოსტიკასა და მკურნალობას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; 1998 წლიდან მისი სახელობისაა რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი; რევმატოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1974). 2017 წლის 28 აპრილს, ქ. თბილისში, ხეივნის II ქუჩას მიენიჭოს აკადემიკოს, რევმატოლოგ ვლადიმერ წითლანაძის სახელი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.964 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |