შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კვირიკე I![]()
ბიოგრაფია892-918წწ. კახეთის მთავარი(კახეთის ქორეპისკოპოსი); მისი მმართველობის დროს საქართველოს შემოესია აბუ ლ-კასიმი და დაიპყრო კახეთის ციხეები-უჯარმა და ბოჭორმა. კვირიკე I დაუზავდა მას და უჯარმა დაიბრუნა. დაახლოებით 915 წელს კვირიკე I-მა აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-თან ერთად გაილაშქრა ჰერეთის წინააღმდეგ. მოკავშირეებმა დაიპყრეს და გადაინაწილეს ჰერეთის პუნქტები არეში(ახლანდელი მთისძირი), გავაზი( ახლანდელი ახალსოფელი), ორჭობი. კვირიკე I-ს ერგო ორჭობი. რამდენიმე ხნის შემდეგ ჰერეთის მეფემ ადარნასე პატრიკმა ისარგებლა კახეთის სამთავროს საგარეო-პოლიტიკური ვითარების გართულებით და დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 499; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 11
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |