The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კვირიკე II

დაბადების თარიღი:9??
გარდაცვ. თარიღი:976
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

929-976წწ. კახეთის მთავარი(ქორეპისკოპოსი); მას განუდგნენ გარდაბნელი აზნაურები და მხარი დაუჭირეს გიორგი II აფხაზთა მეფეს, რომელიც იბრძოდა კახეთის შესაერთებლად. კვირიკე II-ს უღალატა მისმა ძმამ შურტამ და აფხაზთა მეფეს გადასცა უჯარმის ციხე. გიორგი II-მ დაიპყრო ბოჭორმის, ლოწობნის და ნახჭევნის ციხეებიც. კვირიკე II-მ თავი დამარცხებულად ცნო. მაგრამ მას დაეხმარნენ ქართლის აზნაურები და კახეთი დაიბრუნა. 957 წელს აფხაზთა მეფემ თავისი შვილი, ქართლის ერისთავი ლეონი, გაგზავნა კახეთის დასამორჩილებლად, მაგრამ გიორგი II-ის გარდაცვალებამ აიძულა ლეონი დაზავებოდა კვირიკე II-ს, რომელმაც თავი აფხაზთა მეფის ვასალად ცნო. რამდენიმე ხნის შემდეგ ლეონ III-მა განაახლა ბრძოლა კახეთის წინააღმდეგ, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. კვირიკე II-მ მთლიანად, აღადგინა თავისი სამფლობელო და საზღვრები არაგვის დასავლეთითაც კი გადაიტანა. 70-იან წლებში შინაფეოდალურმა ომებმა აფხაზთა სამეფო დაასუსტა. ამით ისარგებლა კვირიკე II-მ და დაიწყო ბრძოლა ქართლისათვის, მაგრამ უშედეგოდ.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 499



გააზიარე: